მსახიობი სიგურნი უივერი “ავატარი 2-ის” გადაღებების გამო წყალქვეშ ჩავიდა

ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, სიგურნი უივერმა ფილმ “ავატარი 2-ის”  წყალქვეშა გადაღებების სერიაში მონაწილეობა მიიღო.

“ავატარის გადასაღებ მოედანზე სიგურნი შესასრულებელ ილეთებს, მათ შორის წყალქვეშა მოქმედებასაც, ყოველთვის უყოყმანოდ ასრულებდა”, – განაცხადა “ავატარი-2-ის” პროდიუსერმა. 

“ავატარი 2-ის” გადაღებების ნაწილი ახალ ზელანდიაში მიმდინარეობდა. გადამღებმა ჯუფმა ასევე იმუშავა სპეციალურ ეფექტებზე, რომლებიც მსახიობების სურათების გადაღებას და დამუშავებას ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ “ავატარის 2-ის” პრემიერა არაერთხელ გადაიდო. ბოლოს ეს მოხდა ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო. მაშინ ავატარის რეჟისორმა, ჯეიმს კამერონმა განაცხადა: ”ჩემზე იმედგაცრუებული არავინ არის”. 

სამუშაოს ნაწილის დაუსრულებლობის გამო, კინოსტუდია “Walt Disney-მ” პრემიერა 2022 წლის დეკემბრამდე გადადო.

Facebook Comments

ახალი დადებული