საავადმყოფოებში კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ 3 000 საწოლს ამზადებენ

„სამწუხაროდ, ინფიცირებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა სიტუაცია მართვადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთვრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყნის მასშტაბით 8 000 PCR ტესტი ტარდება, ეს რაოდენობა უახლოეს პერიოდში 10 000-მდე გაიზრდება.

„თუ საჭირო იქნება, ამ რაოდენობის ზრდის პერპსექტივაც არსებობს“,- დასძენს პრემიერ-მინისტრი.

მან აქვე აღნიშნა, რომ გლობალურ პანდემიას ცაკლე აღებული ქვეყანა, მათ შორის საქართველო მარტო ვერ გაუმკლავდება.

ამასთან, პრემიერის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულების სამკურნალოდ 3 000 საწოლი მოამზადონ.

„ჯანდაცვის სამინისტროს დავალება მიეცა, სრულ მზადყოფნაში იყოს 3 000 საწოლი, ეს იმისათვის, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, შესაძლებელი იყოს მათი სწრაფი და ეფექტური მკრუნალობა“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდი დაფიქსირდა. დღეს COVID 19-ის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

Facebook Comments

ახალი დადებული