სომხეთის საზღვრები იანვრამდე ჩაკეტილი იქნება

კორონავიურუსის გავრცელების გამო სომხეთის საზღვრები იანვრამდე ჩაკეტილი იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ დღეს მიიღო.

კარანტინის რეჟიმი სომხეთში დღეიდან ამოქმედდება და 11 იანვრამდე იქნება ძალაში. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სომხეთში ბინადრობის უფლება ან დიპლომატიური პასპორტი აქვს. გამონაკლისი ასევე დაშვებული იქნება სატვირთოების მძღოლებისა და ახლო ნათესავების დაკრძალვაზე მიმავალი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც.

კარანტინის პერიოდში აკრძალული იქნება 60 კაცზე მეტის შეკრება. შეზღუდვა საახალწლო ღონისძიებებსაც შეეხება. დახურულ სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.

სომხეთში კარანტინის რეჟიმი გამოცხადება გადაწყდა, რადგან საგანაგებო მდომარეობის რეჟიმის ვადა 14 სექტემბერს იწურებოდა.

Facebook Comments

ახალი დადებული