ალეკო ელისაშვილი – ქელეხი და ქორწილი იკრძალება, წინასაარჩევნო შეხვედრა არა, ეს რა ლოგიკაა, ცოტა ვერ ვხვდები – წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმუნიტეტი აქვს ხალხს ამაღლებული?

ძალიან უცნაური შემთხვევაა – ქელეხი იკრძალება, ქორწილი იკრძალება და წინასაარჩევნო შეხვედრა არ იკრძალება. ეს რა ლოგიკაა, ცოტა ვერ ვხვდები, წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმუნიტეტი აქვს ხალხს ამაღლებული, ნაკლები ხალხი მოდის, ვიდრე ქორწილში და ქელეხში თუ როგორ არის ეს ამბავი?, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტია „მოქალაქეების” თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილმა არ გამორიცხა, რომ მისმა პარტიამ წინასაარჩევნო სტრატეგიას გადახედოს.

„ძალიან უცნაური შემთხვევაა – ქელეხი იკრძალება, ქორწილი იკრძალება და წინასაარჩევნო შეხვედრა არ იკრძალება. ეს რა ლოგიკაა, ცოტა ვერ ვხვდები, წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმუნიტეტი აქვს ხალხს ამაღლებული, ნაკლები ხალხი მოდის, ვიდრე ქორწილში და ქელეხში თუ როგორ არის ეს ამბავი? ძალიან უცნაურად ჟღერდა ეს ყველაფერი. ასევე ძალიან უცნაური სანახაობაა დენდროპარკში რომ დღემდე ერეკებიან ხალხს, მიდით და დაათვალიერეთო, ასევე უცნაურია ოპოზიციური პარტიები 600-კაციან პურ-მარილებს რომ მართავენ. პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ ყველამ და პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ, ძალიან ვერაგ რამესთან გვაქვს საქმე, კორონავირუსთან.

ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, შვილები გვყავს ჩვენ თვითონ და ჩვენთვის არ არის უბრალო, როგორც იქნება ყველაფერი. ოპოზიციაში რადგან ვარ, ყველაფერს კი არ გავაპროტესტებ და ყველაფერზე ყვირილს კი არ დავიწყებთ?! როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი ქმედებებით ადამიანებს შეიძლება საფრთხე შეექმნათ, რა თქმა უნდა, ჩვენც ფრთხილები ვიქნებით. ოღონდ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ვითარება ნამდვილად რთულია და არ არის მარტივი და რეალურ პრობლემასთან და საფრთხესთან გვაქვს საქმე. ჩვენც გადავხედავთ ჩვენს გეგმებს. წინასაარჩევნო შეხვედრაზე უნდა შევკრიბოთ ხალხი და კორონა გადავდოთ? ამას ხომ არ გავაკეთებთ? ყველა ვფრთხილობთ, რადგან არავინ არაფრისგან დაზღვეულები არ ვართ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილი სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის 1-ელ ოქტომბრამდე გადადების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გაუგებარი იყო სწავლის გადავადებას ხელისუფლება რატომ არ აპირებდა.

„ამპარტავნებას უნდა მოეშვას ხელისუფლება და ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღონ, რადგან ქვეყნის უსაფრთხოებას და ხალხის ჯანმრთელობას ეხება საქმე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

წყარო:interpressnews

Facebook Comments

ახალი დადებული