აჭარაში გამოვლენილი შემთხვევებიდან 20-ზე მეტი ქორწილებს უკავშირდება

აჭარაში გამოვლენილი შემთხვევებიდან 20-ზე მეტი  ქორწილებს უკავშირდება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში 80 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 22 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

შვიდი შემთხვევა სამედიცინო დაწესებულებებში დაფიქსირდა, სამი ხოფის ბაზრობაზე, ერთი კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ერთეული შემთხვევები გამოვლინდა მცირე სამეწარმეო ბიზნესებშიც.

Facebook Comments

ახალი დადებული