აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 80-ით გაიზარდა

აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობა 80-ით გაიზარდა, რაც რეგიონისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელია.

დღის განმავლობაში დაახლოებით 3,000 ადამიანი იტესტება. ყველაზე დიდი კლასტერი აჭარაში საკონდიტრო ქსელ „დონას“ უკავშირდება. ათეულობით პაციენტის შემთხვევაში ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 80 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და რამდენიმე შემთხვევა ჯერ კვლევის ფაზაშია. 20-ზე მეტი შემთხვევა რიტუალურ ღონისძიებებთანაა დაკავშირებული, ანუ საქორწინო დარბაზებში ყოფნის ფაქტს უკავშირდება, 22 შემთხვევაში პირველი წყარო არაა აღმოჩენილი, 7 სამედიცინო დაწესებულებთან დაკვშირებული შემთხვევებია, 3 „ხოფას“ სავაჭრო ქსელთან დაკავშირებული შემთხვევები, ასევე კერძო პატარა ბიზნესებში მომუშავე ადამიანები. დღე-ღამის განმავლობაში 2700-მდე ტესტი იყო ჩატარებული, კარვებიდან და პოლიკლინიკებიდან კი 2185 ტესტი.

ტურისტული სეზონის მილევასთან დაკავშირებით, ბულვარში განთავსებულ კარვებში მიდინება საგრძნობლად კლებულობს და ამიტომ ისინი თავის ფუნქიონირებას წყვეტენ და რჩება მხოლოდ კარვების 2 ლოკაცია, „ხოფის“ სავაჭრო ცენტრთან და ავტოსადგურთან. მთავრობის ადმინისტრაციაში 1 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ახალი კერები არ გაჩენილა“, – ამის შესახებ განცხადება აჭარის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments

ახალი დადებული