ენტონი ფაუჩი: აშშ-ში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლომდე არ მოხდება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ში ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლომდე არ მოხდება.

„ვფიქრობ, წლის ბოლომდე ან მომდევნო წლის დასაწყისში ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა, მომენტი, როდესაც ვაქცინაციის გავრცელება და მოსახლეობის დიდი ნაწილის დაცვა მოხდება, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლომდე არ დადგება“, – განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ენტონი ფაუჩიმ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსამდე არსებული ცხოვრებისკენ დაბრუნება, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოსთვის გახდება შესაძლებელი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 6 351 623 შემთხვევა გამოვლინდა, 190 478 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 359 111 – გამოჯანმრთელდა.

Facebook Comments

ახალი დადებული