თარაშ კანდელაკის მონაწილეობით მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა

გორში რამდენიმე თვის წინ მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამი თვის განმავლობაში თედლიაშვილს რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ახალგაზრდა კაცი მართვით სუნთქვაზე და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბოლო პერიოდში ის კომიდან გამოვიდა, თუმცა კონტაქტური არ ყოფილა.

გორში, რესტორან „ჯოზეფთან“ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე მოკრივე გიორგი კანდელაკის ვაჟი, თარაშ კანდელაკია დაკავებული. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments

ახალი დადებული