თენგიზ ცერცვაძე: თუ ჩავთვლით, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი

განებივრებული იყო ჩვენი მოსახლეობა, ერთეული შემთხვევები რომ ფიქსირდებოდა დღიურად. ბევრმა ირწმუნა, რომ საფრთხემ უკვე ჩაირა და რეგულაციებს არ ასრულებდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი.

„მოსახლეობამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს რეგულაციები, ეს არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება და ხელების ჰიგიენა.

მინდა ყველამ გაითავისოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აქამდე ყველა ქვეყანაზე უკეთესად გაუმკლავდა COVID-19-ის ინფექციას, საფრთხე არ არის ჩავლილი და თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული