კონგოში ოქროს მომპოვებელი მაღარო ჩამოინგრა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ოქროს მომპოვებელი მაღაროს ჩამონგრევის შედეგად სავარაუდოდ 50 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, მაღარო ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოინგრა, რის შედეგადაც შიგნით დაახლოებით 50 ახალგაზრდა მოყვა.

შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კამიტუგასთან მოხდა.

Facebook Comments

ახალი დადებული