რატიანი ეპიდვითარებაზე: ჩვენმა ქვეყანამ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს

„ეს ვირუსი სხვა ვირუსებისგან იმით განსხვავდება, რომ გავრცელების ფართო არეალით გამოირჩევა“, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ეპიდვითრებაზე საუბრისას განაცხადა.

რატიანის თქმით, საქართველო კოვიდვირუსთან ბრძოლაში არცერთ სახელმწიფოს არ ჩამოუვარდება.

„ეს არის გლობალური და დინამიური პროცესი. აღნიშნულიდან გამომდინარე მთელი სამყარო გადასულია ამ ვირუსთან ბრძოლაში. არც ჩვენი ქვეყანა ჩამოუვარდება ამ ბრძოლას, ჩვენი სახელმწიფო მოწინავეა ადგილზეა. ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს ჩვენმა ქვეყანამ, რომ გადავრჩეთ. ტენდენციის გაორმაგება ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ქვეყანაში ვრცელდება, მაგრამ არ არის საგანგაშო სიტუაცია.

31 დეკემბრიდან ქართულ მედიცინას პულსი გვიჭირავს კოვიდ 19-ზე და მის გართულებებზე. ვირუსმა ჩვენს ქვეყანაში გავრცელება ლოკალურად დაიწყო. ეს ვირუსი სხვა ვირუსებისგან იმით განსხვავდება, რომ გავრცელების ფართო არეალი მოიცვა სამყაროში. მე როგორც რიგითმა ექიმმა და ამ ვირუსთან მებრძოლმა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე საგანგაშო სიტუაცია ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა რატიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 11 სექტემბერს კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა კი 1917-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერავლს დადასტურდა.

Facebook Comments

ახალი დადებული