რა შეთავაზება მიიღო პატრიოტთა ალიანსის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა არაპოლიტიკური ორგანიზაციიდან

მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ მალხაზ თოფურიამ სოციალურ ქსელში სახალისო პოსტი გამოაქვეყნა.

„ბილბორდი N – 8
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა, გადავწყვიტე ერთი ბილბორდი მაინც გამეკრა მთაწმინდა-კრწანისის უკიდეგანო სტეპებში, (მეხი დაეცეს გავრილოვის პარლამენტში შემყვანს რის გამოც ესე გაიზარდა სამაჟორიტარო ფართი) მოკლედ შემოვირბინე ჩემი სამაჟორიტარო ადგილ მამულები და ნურას უკაცრავად….ვერსადაც ვერ გააკარავ! განა იმიტომ რომ გასაკრავი ადგილი არაა, უბრალოდ სადაც კი შეიძლება რაიმე მიაკრა და მიაწეპო, ან ოდიშარია გიღიმის ან შავგულიძე გიბღვერს, ძაღლის მისაფსმელი ადგილი არ დაუტოვებიათ ( არა და ძაან მინდა ამ ორ მონსტრს შორის ჩემი მომნუსხველ მისტიური გამომეტყველებაც) აღიბეჭდოს სადმე…….
ღმერთო რა დაგიშავე ამის ფასი ერთი ბილბორდის ადგილი რომ არ დამიტოვე მეთქი აღვმართე ხელები და თითქოს ისმინა უზენაესმაო….ტელეფონი აწკრიალდა ბლატნოი ნომერი რეკავს,….
-მალხაზი ბძანდებით? ,-სექსულური ხმის ქალბატონმა
-დიიახ
-პატრიოტთა ალიანსის წვრი ?
-დიახ?
-N – 8?
-დიახ ! !!
-გინდათ თქვენმა ბილბორდებმა მთელი ქვეყანა მოიცვას?
-არაა საჭირო ასე შეწუხება მე მხოლოდ მთაწმინდა კრწანისი…..
-არა თუ ჩვენთან ითანამშრომლებ მაშინ მთელი ქვეყანა….
-ნიკიფსიიდან დარუბანდამდე?
-არა ბატონო მალხაზ პატრიოტები ჯერ არ ხართ ხელისუფლებაში ამ შემთხვევაში მხოლოდ სარფიდან წითელ ხიდამდე
-მაგრამ ამდენი ფული ნამდვილად არა გვაქვს, ქვეყნის ბილბორდები ვაბეჭდინო, თქვენც დაიჯერეთ, რომ პუტინმა 8 მილიონი…..
-როგორ გეკადრებათ, ! ფულს აქეთ გადაგიხდით თვითოეული პლაკატისთვის ! თან თითო პლაკატზე თქვენი ორი სურათი იქნება…..
-მაშაყირებთ?
-არა რას ბძანებთ დიდი პატივისცემით….თან მე თქვენი ამომრჩეველი ვარ!
-და რა ინტერესი გაქვთ ყველგან ჩემი სურათები აკრათ თან ორ ორად და პლიუს კიდევ ამაში ფული მიხადოთ?
-კომერციული!
-საიდან ბძანდებით?? რა ორგანიზაცია?
-საერთაშორისო არასამთავრობო კომერციული სამედიცინო ცენტრიდან ვართ!
-სახელწოდება ?
-არც ერთი მელოტი თავი ჩვენს გვერდით!
-თავი უნდა მომკვეთოთ?
-პირიქით!
-პირიქით რა? ორთავიანი უნდა გამხადოთ?
-არა ბატონო თმები უნდა ამოგიყვანოთ…..2 სურათიც მაგიტომ იქნება პლაკატზე, ერთი დღევანდელი მდგომარეობით გადახრიოკებული თავი, და მეორე ოაზისად ქცეული ბობ მარლის ტიპის თმებით …. თან წარწერაც ექნება. მელოტს- მაჟლორიტარი არჩევნებამდე
თმიანს- მაჟორიტარი არჩევნების შემდეგ!
-ეგრე არ მაწყობს
-რატომ?
-სხვებზე რომ იძახიან პარლამენტარი გახდა ფულები იშოვაო…. არ მინდა ჩემზეც თქვან ეგრე, ამას შეხედეთ პარლამეტარი გახდა და თმები იშოვაო …. ან სად ტრ -დან აქვს ამდენი თმა ამ ჩემისასო….
-ბოროტ ხალხს რა გამოლევს რამეს ისედაც მოგიგონებენ….მოკლედ აწერთ ხელს კონტრაქტს?
-ჩემს ორ თმიან უთმო სურათს შორის ჩაწერთ შემოხაზულ 8-ს ?
-წესით გვეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა მაგრამ თქვენ იმდენად ღირებული სარეკლამო ტიპაჟი ბძანდებით, ვფიქრობ, ხემძღვანელობას დავითანხმებ ამ წინადადებაზე….
ხვალამდეე..
-ხვალამდე.“,-წერს მალხაზ თოფურია.

Facebook Comments

ახალი დადებული