რეგულარული ფრენები კიდევ გადაიდო – ამჯერად, 1 ნოემბრამდე

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 1-ელ ნოემბრამდე გახანგრძლივდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნოტაში უკვე გამოსცა:

“საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

  • მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
  • პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
  • რიგა (ICAO-ს კოდი EVRA)” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 
Facebook Comments

ახალი დადებული