რესტორანი მრავალჟამიერი განცხადებას ავრცელებს

,,რესტორანი მრავალჟამიერის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია ჩვენი თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირებისა და ჩატარებული მრავალრიცხოვანი ქორწილის შესახებ მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება

09 სექტემბერს გავრცელებული სმს შეტყობინებების საფუძველზე რესტორნის დირექციამ იმავე დღეს საკუთარი ინიციატივით დროებით შეაჩერა ობიექტის მუშაობა. 112-ის საშუალებით მოხდა ეპიდემიოლოგებისა და ლაბორანტების ადგილზე გამოძახება. რესტორნის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა PCR ტესტირება.

10 სექტემბერს გვაცნობეს, რომ ყველა თანამშრომლის ანალიზის პასუხი უარყოფითი იყო, რაც უფლებას გვაძლევს თამამად განვაცხადოთ, რომ რესტორანი მრავალჟამიერი covid-19-ის არც ინფიცირების კერაა და არც გამავრცელებელი. 10 სექტემბერს საღამოს კიდევ ერთხელ ჩატარდა ობიექტზე სრული სადეზინფექციო სამუშაოები და როგორც მანამდე, ახლაც ყველა სტანდარტისა და რეგულაციების დაცვით რესტორანი მრავალჟამიერი კვლავ განაგრძობს სტუმრების მიღებას ყველაზე უსაფრთხო გარემოში.

მადლობას ვუხდით 112-ის თანამშრომლებს, ეპიდემიოლოგებსა და ლაბორანტებს, რომლებიც დაგვეხმარნენ ჩვენი თანამშრომლების დროულ ტესტირებაში, რითაც შესაძლებლობა მოგვცეს, უმოკლეს ვადაში აღგვედგინა ობიექტის მუშაობა.
უდიდესი და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ერთგულ და მუდმივ სტუმრებს ამ პერიოდში გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის😊
კვლავაც თქვენი ყველაზე სანდო, უსაფრთხო, ერთგული და უცვლელი მასპინძელი-რესტორანი მრავალჟამიერი.”-ნათქვამია რესტორან მრავალჟამიერის განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული