რუხის კლინიკაში 62 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, მათს შორის 8 არასრულწლოვანია

რუხის კლინიკაში 62 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, მათს შორის 8 არასრულწლოვანია.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაია ჯანაშიას ინფორმაციით, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმისაა. მისივე თქმით, 62 პაციენტიდან 22 პაციენტს პნევმონია აქვს.

მაია ჯანაშიას ინფორმაციით, კლინიკაში პაციენტები სხვადასხვა რეგიონებიდან არიან შეყვანილი, მათ შორის ქუთაისიდან 19 პედაგოგი, აფხაზეთიდან 5 პირი, ხოლო 6 პირი სამეგრელოდან.

რუხის კლინიკაში ჯამში, 65 პაციენტი მკურნალობს, აქედან 62 დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო სამი ცხელების ნიშნით მოთავსებული პაციენტია.

რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს, ამჟამად იქ კარანტინში 320 ადამიანი იმყოფება.

მ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments

ახალი დადებული