სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„მომხდართან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“ და უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.

საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული