ჯანმოს დირექტორი: მსოფლიო იტანჯება, თუმცა სინათლის სხივები გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ არსებობს შანსი, რომ 2020 წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.

„მსოფლიო იტანჯება, თუმცა სინათლის სხივები გამოჩნდა. კორონავირუსის წინააღმდეგ რამდენიმე ვაქცინა შემუშავების ფინალურ სტადიაზეა. ვაქცინის დოზების წარმოება ხდება იმის იმედით, რომ საბოლოოდ დამტკიცდება. არსებობს შანსი, რომ 2020 წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური კოორდინაცია უზრუნველყოფს ვაქცინის განაწილებას მათთვის, ვისაც იგი ყველაზე მეტად სჭირდება.

Facebook Comments

ახალი დადებული