აშშ-ში შავკანიანებისთვის უსაფრთხო ქალაქს ააშენებენ, რომელსაც Freedom Georgia ერქმევა

აშშ-ში, ატლანტასთან ახლოს, ააშენებენ ქალაქს შავკანიანებისთვის. ამის შესახებ CNN იუწყება. 

აღსანიშნავია, რომ უკვე 19-მა აფროამერიკული წარმოშობის ოჯახმა შეიძინა მიწები ჯორჯიის შტატის უილკინსონის ოლქის ტერიტორიაზე. ახალ ქალაქს Freedom Georgia დაერქმევა. ამასთან, ქალაქი არ იქნება განკუთვნილი მხოლოდ შავკანიანებისთვის, მაგრამ „ყველანაირად შავკანიანებზე იქნება მორგებული“. 

ტერიტორია ატლანტიდან 130 მილის დაშორებითაა, სადაც ივნისში პოლიციელებმა 27 წლის რეშარდ ბრუკსს ესროლეს, როდესაც მან პოლიციის ოფიცერს ელექტროშოკი წაართვა და გარბოდა. 

აშშ-ში რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელმაც ათეულობით ქალაქი მოიცვა. აქციის მონაწილეები რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოდიან. პროტესტები პერიოდულად ვანდალიზმსა და არეულობაში იზრდება. ბრუკსის დაღუპვის შემდეგ ატლანტაში კვლავ განახლდა აქციები. 

Facebook Comments

ახალი დადებული