განო მელითაური: ძალიან საწყენი იქნება, თქვენი „​გულაობის” გამო ჩემს 4 შვილს თუ რამე დაემართება

სოციალურ ქსელში განო მელითაური პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ  უარი თქვა ხმაურიან წვეულებებზე.

„ცემში რომ გავხიზნე ოჯახობა ცალკე მდგომ სახლში, უკაცრიელი შემოგარენით, გეგონათ არ გვიყვარს მრავალფეროვანი დასვენება, ზღვა, კლუბები და წვეულებები?

ან ბავშვებს არ სურდათ აუზი და ნაირ-ნაირი სასტუმროები? ან სამ ბავშვიანი წვეულება რომ მოვუწყე ტასოს დაბდღეზე მეგობრები არ გვყავს მეტი? და ასე შემდეგ?

არსებობს თუ არა და „კაი ერთი რა კორონა” არის უპასუხისმგებლობა ქვეყნის, მეგობრების და პირველ რიგში, საკუთარი ოჯახის მიმართ!!!!!

ძალიან საწყენი იქნება, თქვენი „​გულაობის” გამო ჩემს 4 შვილს თუ რამე დაემართება და ისიც საწყენია გაფართოებული თვალებით რომ ელოდნენ ტასო და მისი მეგობრები სკოლას და ისევ ეს სიმახინჯე რომ მიიღეს საპასუხოდ! რა დავაშავეთ მათ, ვინც ზედმიწევნით ვიცავთ ყველა წესს?! და ვზრუნავთ იმ უპასუხისმგებლოთა ოჯახის წევრებზეც ამით!

წადით, იგუგუნეთ უხარისხო, ოფლიან ტუსოვკებზე, და მერე პოსტები წერეთ რას გიშვებათ მთავრობა და რატო არ კეტავენ საზღვრებს, მერე რო დაკეტავენ იგივე ხალხმა იჩხუბეთ რატო არ ხსნიანო.” – წერს განო მელითაური.

Facebook Comments

ახალი დადებული