გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელ მდივანს, კოვიდ19 დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით გედევან ფოფხაძე,  რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა.

„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ, ადასტურებს, რომ პარტიის აღმასრულებელ მდივნის, გედევან ფოფხაძის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა,”-აცხადებენ პარტიაში.

ცნობისთვის, ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კოვიდ19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

Facebook Comments

ახალი დადებული