თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო ყველა პირი რომელსაც მასთან შეხება ჰქონდათ, თვითიზოლაციაშია.

როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ბექა კოკაია განმარტავს. სტუდენტს უნივერსიტეტში ყოფნისას კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონდა.

ხოლო იმ ფლიგელში, სადაც ეს სტუდენტი სწავლობდა ჩაუტარდა დეზინფექცია. ამჟამად კი ამ სტუდენტთა კონტაქტში მყოფი პირების სრული მოკვლევა მიმდინარეობს და ამავდროულად მათი ტესტირება კორონავირუსზე.

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის 152 შემთხვევა დაფიქსირდა.

Facebook Comments

ახალი დადებული