თაკო ჩარკვიანი: ის არსებობს და ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხნო!

პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი საავადმყოფოდან მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ლაპარაკი უჭირს, მაგრამ არაფერზე ღელავს, მხოლოდ მის ასაკოვან დედაზე ნერვიულობს. 

„საშინელი სისუსტე მაქვს, არ მსიამოვნებს ლაპარაკი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ექიმები ძალიან ყურადღებით არიან, უკლებლივ ყველა, ქალბატონი მარინა, ექთნები, ყველაფერს აკეთებენ, დანარჩენი, როგორც იტყვიან ღვთის ნებაა. არაფერზე  ვღელავ, მხოლოდ დედაჩემზე ვღელავ. ახლა მითხრეს, რომ შედარებით მის ასაკთან, არ ჩანს გართულება ჯერჯერობით, მაგრამ ისეთი არაპროგნოზირებადი, ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხნო, არავითარი „არ არსებობს“. ის არსებობს და ძალიან მძიმეა. მაგრამ ხასიათი უნდა მივაშველოთ, მიყვარხართ, დიდი მადლობა თითოეულს“,-ამბობს თაკო ჩარკვიანი ვიდეომიმართვაში.  

Facebook Comments

ახალი დადებული