კახეთში კორონავირუსი სასაზღვრო პოლიციის ჯგუფის უფროსს დაუდასტურდა

ახალი კორონავირუსი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსს დაუდასტურდა.

შუა ხნის ასაკის მამაკაცი, ლაგოდეხში, 10 სექტემბერს, აჭარიდან ჩავიდა.

ეპიდემიოლოგების განმარტებით, მას სასაზღვრო პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

დაინფიცირებული პირი, სამკურნალოდ, თბილისში, ერთ- ერთ კოვიდ კლინიკაშია გადაყვანილი.

Facebook Comments

ახალი დადებული