მარინა ეზუგბაია: კოვიდ19-ის ნებისმიერი ფორმის პროგრესირება შეიძლება მოხდეს 10 დღის განმავლობაში

სიტუაცია მართვადია და ჩვენ ისევ უნდა გავუმკლავდეთ ამ ეპიდსიტუაციას,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ექიმმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 152 ახალი შემთხვევიდან 90-აჭარიდანაა, 15-ქუთაისის სკოლას უკავშირდება, 15-ენგურჰესს, 17- დაავადებულთან კონტაქტს,- 4- შემოტანილია, 11-ზე კი, გრძელდება კვლევა. გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელია 65%. კოვიდცენტრებსა და 3 სასტუმროში, რომლებშიც უსიმპტომო პაციენტებს მკურნალობენ, 831 დადასტურებული პაციენტია. მათგან 4 კრიტიკულად მძიმეა, 35- კი მძიმე პაციენტი. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციის მიმდინარეობაში არაფერი შეცვლილა.

„დაავადების გამოვლენის ყველა ფორმაა შესაძლებელი. არის თავიდანვე დაწყებული მსუბუქი ფორმა, რომელიც ასევე მსუბუქად მიმდინარეობს და მთავრდება, ან მძიმედ დაწყებული, რომელიც მძიმედ მიმდინარეობს. თუმცა პროგრესირება ნებისმიერი ფორმის დროს ხდება 10 დღის განმავლობაში, თუ პროგრესირება გაგრძელდება, შესაძლებელია, მივიღოთ კრიტიკული ფორმაც კი, ,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, საბედნიეროდ, დღეს არსებულ არასრულწლოვან პაციენტებში დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს.

„დღეს გუშინდელზე ნაკლებია ახალი შემთხვევა. თუ დინამიკაში ეს გაგრძლდება, ნიშნავს, რომ ქვეყანაში მოვახერხებთ გავრცელების პრევენციას ყველა გამოვლენილი შემთხვევის იზოლაციით“,-განაცხადა მან.

მარინა ეზუგბაიას თქმით, რეკომენდაციები გაცემულია, რომ 200 კაცამდე არ უნდა შეიკრიბოს ღია სივრცეში. ხოლო თუ დისტანცია არ არის დაცული, მიზანშეწონილია პირბადის ტარება.

„ასევე აუცილებელი ხელების ჰიგიენის მკაცრად დაცვა“,-განაცხადა მან.

მარინა ეზუგბაიამ მოუწოდა დაწესებულებებს სანიტარული ნორმების კონტროლისკენ.

Facebook Comments

ახალი დადებული