ნინი შენგელია- ფეისბუქის კონტენტის მართვის ახალი სტანდარტი

ყველასათვის ნათელია, რომ ყველაზე უფრო პოპულარული ქსელი ფეისბუქი გაჯერებულია სიძულვილის ენით, დეზინფორმაციით, იგი წარმოადგენს ტროლების და ბოტების აქტიური მოქმედების არენას,-ამის შესხახებ ციფრული დემოკრატიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, სოციალური მედიის იურისტმა, ნინი შენგელიამ info postalion-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ფეისბუქის მენეჯმენტი ამ არალეგალურ კონტენტს უპირისპირებს ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებს, როგორიცაა, მაგ. საზედამხედველო საბჭოს შექმნა, კოორდინირებული არააუთენტური ქცევის ანგარიშები და სხვ.

გთავაზობთ ინტერიუს ციფრული დემოკრატიის ცენტრის დამფუძნებელთან, იურისტ ნინი შენგელიასთან.

ნინი, თქვენ მიწვეული ხართ პროფესორ ედუარდო კელესტეს მიერ, რომელიც ფეისბუქის კონტენტის მართვის ახალი სტანდარტების დადგენაზე მუშაობს, ციფრული კონსტიტუციონალიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგ სხდომაზე მთავარ მომხსენებლად. რას ნიშნავს ეს თქვენთვის, როგორც სოციალური მედიის იურისტისთვის?

-ედუარდო კელესტე არის თვალსაჩინო მეცნიერი, დუბლინის უნივერსიტეტის პროფესორი, Facebook Resesarch-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „ციფრული კონსტიტუციონალიზმი: კონტენტის მართვის სტანდარტის ძიებაში“ მთავარი მკვლევარი. მასთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და საშუალებას მაძლევს, რომ ჩართული ვიყო ფეისბუქის კონტენტის მოდერაციის ახალი სტანდარტების დადგენის პროცესში. ყველასათვის ნათელია, რომ ყველაზე უფრო პოპულარული ქსელი ფეისბუქი გაჯერებულია სიძულვილის ენით, დეზინფორმაციით, იგი წარმოადგენს ტროლების და ბოტების აქტიური მოქმედების არენას. ფეისბუქის მენეჯმენტი ამ არალეგალურ კონტენტს უპირისპირებს ბრძოლის სხვადასხვა მეთოდებს, როგორიცაა, მაგ. საზედამხედველო საბჭოს შექმნა, კოორდინირებული არააუთენტური ქცევის ანგარიშები და სხვ. ედუარდო კელესტეს მკვლევართა ჯგუფი Facebook Research -ის დაკვეთით სწორედ კონტენტის მართვის ახალ სტანდარტზე მუშაობს. ედუარდო კელესტე ამ პროექტის მთავარი მკვლევარია. ჩემი ჩართულობა ამ პროექტში გამომდინარეობს ჩემი PHD-ს კვლევიდან, რომლის სათაურია: “ციფრული კონსტიტუციონალიზმი, რიგორც ალტერნატიული სამართლებრივი სივრცე”.

ჩემი მიზანია, რომ ჩემი კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოში სოციალური პლატფორმების კონტენტის ანალიზზეა დაფუძნებული, გავაცნო კოლეგებს და საეთაშორისო სამეცნიერო წრეებისთვის გავხადო ხელმისაწვდომი. ამ მხრივ, დოქტორ კელესტეს შემოთავაზება არის ნიშანი, რომ ჩემი კვლევა საინტერესოა კოლეგებისთვის. ამავე დროს ეს არის დიდი შესაძლებლობაც შემდგომი თანამშრომლობისთვის.

-კონკრეტულად, თქვენი კვლევის რომელ ასპექტებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

-ჩემი უცხოელი კოლეგების ინტერესს იწვევს წინასაარჩევნო პერიოდში დეზინფორმაციის ხარისხი სოციალურ მედიაში. ბოლო წლებში აქტუალური გახდა  რუსეთის, როგორც დეზინფორმაციის გამავრცელებლის ფაქტორი თითქმის ყველა განვითარებული დემოკრატიის ქვეყანაში, მაგ. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა თუ ესპანეთში. სოციალური მედიისთვის, ამ მხრივ, არ არსებობს საზღვრები და ტრადიციულ დემოკრატიულ ქვეყნებსაც არ აქვთ იმუნიტეტი დეზინფორმაციაზე. აქედან გამომდინარე, ჩემი კოლეგები ინტერესით ეცნობიან, თუ რა ხდება, ამ მხრივ, რუსეთის სამეზობლოში. ჩემი კვლევის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ეს არის. თუმცა ეს არ არის ერთადერთი საკითხი. 

-წინასაარჩევნოდ ასევე გახშირებულია სიძულვილის ენის გამოყენება, თავდასხმები პოლიტიკოსებზე, მაგ. ერთერთ კანდიდატს, კახიკახიშვილს ოპონენტიგვარგადაკეთებულ სომეხს უწოდებს. რა კომენტარს გააკეთებდით ამ და მსგავს განცხადებეზე.

-სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ხშირია ასეთი ქსენოფობიური განცხადებები, რაც ყოვლად მიუღებელია. ვფიქრობ ასეთი პოსტების ავტორები სულ უფრო და უფრო ნაკლებ მხარდაჭერას ჰპოვებენ ჩვენს მოქალაქეებს შორის. ქსენოფობია, ისევე, როგორც ცილისწამება, დეფამაცია სცდება პოლიტიკური ბრძოლის ჩარჩოებს და შესაძლოა სამართლებრივ პასუხსაც დაექვემდებაროს.

– ნინი, რამდენად აქტუალურია ინტერნეტის რეგულაციის საკითხი მსოფლიოში და შესაძლოა თუ არა საქართველოშიც დადგეს ეს საკითხი?

-ცალსახად ამ კითხვაზე პასუხი ძნელი გასაცემია. ბუნებრივია, არსებობს საფრთხე, რომ მყიფე დემოკრატიის ან ახალი დემოკრატიის ქვეყნებში ინტერნეტის და კონკრეტულად სოციალური ქსელების რეგულირებამ ცენზურას შეუწყოს ხელი. არსებობს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება, კერძოდ გერმანიის, საფრანგეთის, რომელთაც მიიღეს მარეგულირებელი კანონები. თუმცა ეს კანონები ძალიან კონკრეტულ შემთხვევებს ეხება და ფართო რეგულირებას არ გულისხმობს. სწორედ ამ საკითხებზე მუშაობს ედუარდო კელესტეს ჯგუფი, რომ ფეისბუქის, როგორც ყველაზე უფრო დიდი სოციალური ქსელის სტანდარტების დახვეწით იქნას მიღწეული ის შედეგები, რასაც მარეგულირებელი კანონები ისახავენ მიზნად ისე, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს. ეს ძალიან ამბიციური და შრომატევადი პროცესია, რაც არაერთი მკვლევრის  და ფეისბუქის მენეჯმენტისა თუ დამფუძნებლის ძალისხმევას მოითხოვს.

გმადლობთ და გისურვებთ წარმატებებს.

Facebook Comments

ახალი დადებული