ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ 9 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ 9 თვის ბავშვს ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუდასტურდა.

როგორც „იმედინიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურში განუცხადეს, ბავშვი ოკუპირებული რეგიონიდან დედამ გადმოიყვანა და მათ ენგურის ხიდთან დახვდნენ მედიკოსები.

პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა ჩვილის დედას ვირუსი. ისინი ვირუსის გამოვლენამდე, საკარანტინო სივრცეში იყვნენ და სხვა პირებთან შეხება არ ჰქონიათ.

ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

Facebook Comments

ახალი დადებული