სადაა შესაძლებელი ბათუმში PCR-ტესტის ჩატარება – დეტალურად

აქტიური PCR ტესტირება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში ხორციელდება, – ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ტესტირება შემდეგ კლინიკებში მიმდინარეობს:

ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2;

საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30;

ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20;

N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7;

თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ტბეთის ქ.N4.

მოქალაქეებს შეუძლიათ, აღნიშნულ კლინიკებს 10:00 – 17:00 საათამდე მიმართონ.

PCR ტესტირებისთვის კარვები გაშილილია ბათუმში ორ ლოკაციაზე – ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში – მერიის შენობის მიმდებარედ.

აჭარაში კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად, ჩაერთო კლინიკა მედალფა და ინფექციური საავადმყოფო, რომელთაც გუშინ უკვე მიიღეს კოვიდინფიცირებული პაციანტები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კიდევ 300-მდე საწოლის მობილიზება.

„რეგიონში არის საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ინფიცირებული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში განსათავსებლად. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ექნება სტაციონარში განთავსების საჭიროება, მიიღებს შესაბამის სრულყოფილ სერვისს.

18-65 წლამდე პაციენტებს, რომელთა დაავადებაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შესაბამის საკარანტინო სივრცეში, მედპერსონალის მუდმივი კონტროლის ქვეშ გადაიყვანენ.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 90 აჭარაში დაფიქსირდა, 15 – ქუთაისში, 15 – ეგურჰესის შემთხვევაა, 17 – დაავადებულთან კონტაქტით გამოვლენილი. 4 არის შემოტანილი, 11-ზე ეპიდკვლევა გრძელდება.

გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 65 %-ს შეადგენს.

Facebook Comments

ახალი დადებული