ჯერ მეუღლე, ახლა დედა… თქვენ ხართ პროდასავლურები? თუ ცენტრალური აზიის შუა აზია ხართ?

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ნაცმოძრაობის მიერ, ზუგდიდში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის, მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებას ეხმაურება და წერს:

„თქვენ ხართ პროდასავლურები და მედასავლეთეები?
ცენტრალური აზიის შუა აზია ხართ, თუ შუა აზიის ცენტრალური აზია, აფრიკული აქცენტებით.
ჯერ მეუღლე, ახლა დედა, მერე შვილი წამოიზრდება…
იტყვის და ვინმე შეეწინააღმდეგება?!
სხვა პარტიების ლიდერებმაც ხომ შემოიყვანეს შვილები?
წამოიზრდებიან, პარტიებსაც შთამომავლობით გადააბარებენ.
ოოო, ბერამ თუ რაიმე თქვა მამამისზე, მთელი მედია და სხვს რესურსებით თავს ესხმით. არადა, პოლიტიკაში არაა. რომ იყოს პოლიტიკაში, მაშინ კი ბატონო…

უტიფრად მრავალმილიონიანი ქონების, ბინების დამალვა მოსულა. 1 ლარად ოჯახის წევრისთვის მრავალმილიონიანი სახელმწიფო ქონების გადაცემაც ევროპული ღირებულებაა, ხომ ასეა?!

ხომ ხედავთ რა ანგარიში დაიწერა სახელმწიფო დეპარტამენტში? გარეთაც ჩაფლავდით. ანგარიშის შესახებ, შემდეგ პოსტში დავწერ.

ისე, თქვენზე მეტად თქვენი მომხრეების მიკვირს, როდის გამოვლენ ბურუსიდან?!“.

Facebook Comments

ახალი დადებული