აჭარაში კლასტერებს აღარ ითვლიან, კორონავირუსი საზოგადოების ყველა ფენაშია გასული

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 2530 პირი გამოიკვლიეს, მათგან 108-ს კორონავირუსი დაუდგინდა. რეგიონში მეორე დღეა კლასტერებს აღარ ითვლიან, ინფიცირებულებს შორის არიან მედიკოსები, პედაგოგები, პოლიციელები, მოიჯარეები, ერთეული შემთხვევები დაფიქსირებულია სახვადასხვა ობიექტებში, სრული დეზინფექციის შემდეგ, ობიექტები კვლავ აგრძელებნ მუშაობას.

ახალი შემთხვევებიდან 5 არასრულწლოვანია, ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სიტუაციას აკონტროლებენ, თუმცა ათეულობით შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია.

კარვებსა და პოლიკლინიკებში ათასობით ტესტია ჩატარებული. 

როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა, აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის, რადგან კორონავირუსი საზოგადოების ყველა ფენაშია გასული. 

Facebook Comments

ახალი დადებული