ბათუმის სამშობიარო სახლმა 7 ინფიცირებული ორსული მიიღო

ბათუმის სამშობიარო სახლმა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, 7 ინფიცირებული ორსული მიიღო. როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, ორსული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„შემოვიდნენ ცხელებით, ჩაუტარდათ კორონავირუსზე კვლევა და პასუხი არის დადებითი. ამ დროისთვის პაციენტებს ტემპერატურა და ვირუსის სიმპტომები არ აქვთ. ისინი დანარჩენი პაციენტებისგან იზოლირებული არიან“, – აღნიშნეს ბათუმის სამშობიარო სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ინფორმაციისთვის, 9 სექტემბერს, ბათუმის სამშობიარო სახლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კლინიკას ახალი პაციენტების მიღება დროებით შეზღუდული ჰქონდა.

Facebook Comments

ახალი დადებული