გარდაბნის რაიონ სოფელ თელეთში 15 წლის მოზარდს ეძებენ

ქვემო ქართლში, გარდაბნის რაიონ სოფელ თელეთში 15 წლის მოზარდს ეძებენ. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

PIA.GE-ს ინფორმაციით, მოზარდი 3 დღეა დაკარგულია და ოჯახის წევრებმა პოლიციას უკვე მიმართეს.

„საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს“ , – განაცხადა შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ასევე მისი თქმით, ამ ეტაპზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას, დაუკავშირდით: 557994184 / 599073272 / 112

Facebook Comments

ახალი დადებული