გუკა რჩეულიშვილი აცხადებს, რომ ის დედამ და მეუღლემ დააჭერინეს

“ერთი, ორი სი­ტყვა ჩემ და­ჭე­რა­ზე ხომ უნდა ვთქვა?! “იტოგ­ში“ მე მარ­თლა ისეთ სი­მაღ­ლე­ზე დავფრი­ნავ­დი, რომ პა­ტა­რა შეც­დო­მა სიკ­ვდი­ლი იყო! ამი­ტომ, მა­ი­ამ და ლე­ლამ რომ ნა­ხეს ფსი­ქი­კუ­რად ნორ­მა­ლუ­რი ვი­ყა­ვი, რაც კვლე­ვით დამ­ტკიც­და და სა­გი­ჟე­თი არ მი­ტო­ვებ­და, იქი­რა­ვეს ად­ვო­კა­ტი და და­ა­ჭე­რი­ნეს ჩემი თავი. ხომ კარ­გი ვა­რი­ან­ტია, მაგ­რამ მანდ არ მთავ­რდე­ბა.

4 თვე­ში რომ გა­მო­ვე­დი, იმ ქალ­ბა­ტო­ნი ად­ვო­კა­ტის, რო­მე­ლიც ჩემი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, მისი გა­სამ­რჯე­ლოს ნა­ხე­ვა­რი რაც დარ­ჩე­ნი­ლი იყო, მე გა­და­მახ­დე­ვი­ნეს. დე­დას ვფი­ცა­ვარ რა კლა­სია. რე­ა­ლუ­რად თუ მაგ­რად არ ვუ­ფა­სებ­დე ორი­ვეს. რა ძნე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით ლე­ლას მხრი­დან, იმი­ტომ, რომ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა მას მო­უ­წია!

ასე მოხ­და ეს ის­ტო­რია, არც ინ­შა­ლაჰ და მა­შა­ლაჰ ამას არ უნდა, მაგ­რამ ად­ვო­კა­ტის თემა “უთე­ლე­სია…“ – წერს გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი.

გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მას ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 10 000 ლარიანი, გირაოს გადახდის სანაცვლოდ, საპატიმრო 4 თვეში დატოვა.

მანამდე რჩეულიშვილის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით პოლიციის განყოფილებას მისმა მეუღლემ, ლელა კილაძემ მიმართა. განცხადებაში კილაძე უთითებდა, რომ გურამ (გუკა) რჩეულიშვილი მასზე სისტემატიურ ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებს, რაც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატება.

ლელა კილაძის მოთხოვნის საფუძველზე გუკა რჩეულიშვილის მიმართ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა, თუმცა მან ორდერით გათვალისიწნებული პირობები არაერთხელ დაარღვია, რის გამოც სასამართლოს განჩინებით მოხდა მისი დაკავება.

გუკა რჩეულიშვილი და ლელა კილაძე 2016 წელს დაქორწინდნენ. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ. მანამდე ლელა კილაძე გიგი უგულავას მეუღლე იყო. გუკა რჩეულიშვილი კი მსახიობ ნუცა კუხიანიძეზე იყო დაქორწინებული.

Facebook Comments

ახალი დადებული