გურიაში კორონავირუსით ოთხი მასწავლებელი დაინფიცირდა

ჩოხატაურსა და ოზურგეთში კორონავირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულები პედაგოგები არიან.

3 პაციენტის კონტაქტი ბათუმში ფართო მასშტაბიანი ქორწილია, ერთი მასწავლებლის კონტაქტის დადგენას კი ეპიდემიოლოგები ამ დრომდე ცდილობენ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2227 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

Facebook Comments

ახალი დადებული