თამთა მეგრელიშვილი: “ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების დიდი ნაწილის მოლოდინები გაამართლა და დამაჯერებლად ლიდერობს

უპირობო წარმატებაზე უკვე არაერთი კვლევის სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს “ქართული ოცნება” არის პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო გუნდის კარგი და მკაფიო მაგალითი. ის არის ძალა, რომელმაც ძირეულად შეცვალა სახელმწიფოს დამოკიდებულება ადამიანებისადმი. მათი რეალისტური, მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოებას, ამასთანავე იცავს ყველაზე ფასეულს – ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ფაქტია “ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების დიდი ნაწილის მოლოდინები გაამართლა და დამაჯერებლად ლიდერობს”,- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი ორგანიზაცია Gorbi-ს წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს ეხმიანება.

მისი თქმით, დაგეგმილ არჩევნებში გუნდის უპირობო წარმატებაზე წინსწრებით უკვე არაერთი კვლევის სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს.

,,მაგალითად Gorbi-ს კვლევას, რომლის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა 56% უჭერს მხარს, ხოლო მეორე ადგილზე გასულ ოპოზიციურ პარტიას მხოლოდ – 11% -იანი მხარდაჭერა აქვს, ვერანაირი კონტრარგუმენტი ვერ გააბათილებს. აღსანიშნია, რომ წარმოდგენილი მონაცემები არ შეიცავს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ გამოხატულ პროცენტულ მხარდაჭერას.

ეს ცალკე დათვლის საგანია და აქ სახელისუფლებო გუნდის პროგნოზები კიდევ უფრო ოპტიმისტურია. ფაქტია, “ქართულ ოცნების” მხარდამჭერთა მატების ტენდენცია შეუქცევად პროცესად იქცა, კონკრეტული ოპონენტების მიმართ საზოგადოების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერის დაბალი ინდექსი კი ბუნებრივი მაჩვენებელია. თამარ ჩერგოლეიშვილის აღიარებაზე, რომ გაერთიანებული ნაცები მუდმივად აყალბებდნენ კვლევებს, დღეს ამ დესტრუქციული გუნდის მიმართ სამარცხვინოდ დაბალი, ციფრებში გამოხატული მხარდაჭერაც მოწმობს.

მოკლედ, ციხე შიგნიდან უკვე გატყდა და ერთმანეთის მამხილებელი ალბათ ბევრიც აქვთ. სანამ ოპოზიცია თავისი ჯამური მაჩვენებლის ფარგლებში იძირება, მოქმედი ხელისუფლება, ამომრჩევლების მხარდაჭერის ციფრში გამოხატული დადასტურებით, ქვეყნის წინსვლისა და დემოკრატიული განვითარებისათვის ემზადება’,- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული