ნინო ნიჟარაძის თქმით, აჭარაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება

შიდა გავრცელებამ უკვე მიიღო ფართო მასშტაბი, გვაქვს შემთხვევები, რომლის დიდი ნაწილის, ინფიცირების წყაროს იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

„ამ სიტუაციის და რიცხვების გათვალისწინებით, ნამდვილად არ იგეგმება რაიმე დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გატარება. უკვე 300 საწოლია გამოყოფილი. ჩვენ გვაქვს შემდგომი სარეზერვო დაწესებულებებისა და საწოლების ნუსხა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, მომდევნო დღეებში თუკი იქნება ამისი აუცილებლობა, იქნებიან მზადყოფნაში“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული