პარტიებს ვურჩევ, ქცევის კოდექსს ხელი მოაწერონ – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებულ ქცევის კოდექსს ხელი მოაწერონ.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და ცენტრალური საარჩევნო კომისია შექებას იმსახურებს. ჩემი აზრით, ის ასახავს გარკვეულ ძირეულ პრინციპებს, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. შესაბამისად, პარტიებს ვურჩევ, ქცევის კოდექსს ხელი მოაწერონ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

Facebook Comments

ახალი დადებული