შესაძლებელია თუ არა არჩევნების ჩატარება კორონავირუსის დროს? – ევროპული ქვეყნების გამოცდილება

მსოფლიოში პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს დაგეგმილი არჩევნები კვლავ ტარდება. შესაბამისად, არის ქვეყნები, სადაც პროცესმა უსაფრთხოდ ჩაიარა და ასევე, გამონაკლისები, სადაც ეპიდაფეთქების გამო დაგეგმილი არჩევნები გადაიდო.

მაგალითისთვის, განვიხილავთ რამდენიმე ქვეყანას, სადაც მიმდინარე წელს საპარლამენტო/საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ან გადაიდო.

სერბეთი

სერბეთის საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 21 ივნისს ჩატარდა. იმ დროის მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის 12 894 შემთხვევა იყო დადასტურებული, ვირუსის ინკუბაციის, 2 კვირიანი პერიოდის გავლის შემდეგ კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 16 131-ს მიაღწია.

არჩევნებდამდე 2 კვირით ადრე ქვეყანაში კორონავირუსის 11 823 შემთხვევა ფიქსირდებოდა, არჩევნების შემდეგ კი 2 კვირაში შემთხვევათა რაოდენობამ 16 131-ს მიაღწია. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნებამდე ვირუსის გავრცელება შედარებით რბილად მიმდინარეობდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ შემთხვევების აშკარა მატება დაფიქსირდა.

7 ივნისი (არჩევნებამდე)21 ივნისი (არჩევნები)5 ივლისი (არჩევნების შემდეგ)
11 82312 89416 131

პოლონეთი

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ივნისს იყო ჩანიშნული, რომელის მეორე ტური 12 ივლისს დასრულდა. არჩევნების დასასრულს ქვეყანაში ვირუსის 37 891 შემთხვევა იყო დადასტურებული, ხოლო 2 კვირის შემდეგ ინფიცირებულთა რიცხვმა 43 064 შეადგინა.

14 ივნისი (არჩევნებამდე)28 ივნისი (არჩევნები I ტური)12 ივლისი (II ტური )26 ივლისი (შემდეგ)
29 39233 90737 89143 065

მონაცემების ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში არჩევნებამდე 2 კვირით ადრე 29 392 შემთხვევა ფიქსირდებოდა, არჩევნების შემდეგ კი ინფიცირებულთა რიცხვი 13 673-ით გაიზარდა. ამჟამინდელი მონაცემებით კი პოლონეთში კორონავირუსის 74,529 შემთხვევაა დადასტურებული.

სხვა ქვეყნები

9 აგვისტოს ბელარუსიის საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის დღეს, ქვეყანაში ინფიცირების 68 850 შემთხვევა დასტურდებოდა, 2 კვირის შემდეგ კი ინიფიცირებულთა რაოდენობამ 70 468-ს მიაღწია.

შედარებით ნაკლები და მსუბუქი მატება აქვს ხორვატიას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2 კვირაში. თავდაპირველად დაინფიცირებულებულთა რაოდენობა შეადგენდა 3 151-ს, ხოლო ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ კი 4 345-ს.

გადადებული არჩევნები

არსებობს ქვეყნები, სადაც 2020 წელს ჩანიშნული არჩევნები ეპიდაფეთქების გამო გადაიდო.

კორონავირუსის გამო ბრიტანეთში რეგიონული არჩევნები 2021 წლამდე გადაიდო. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ არჩევნები შესაძლოა ვირუსის პიკს დამთხვეოდა და ამიტომ მისი ჩატარება 2021 წლის მაისში ჩაინიშნა.

ასევე საფრანეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 28 ივნისს გადაიდო, კორონავირუსის გავრცელების გამო.

საქართველო

ცნობისთვის, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩევნები მოდელით 120/30-ზე გაიმართება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული სიით 30, ხოლო პროპორციული სიით 120 წევრი შევა.

Facebook Comments

ახალი დადებული