წერილში რატომ ვყავარ მოხსენიებული, არ ვიცი-ბაჩალიაშვილის თანამშრომელი გამოკითხვაზე მივიდა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის თანამშრომელი ნინო ტატანაშვილი დღეს გამოკითხვაზე მივიდა. კომპანია „ზეგის“ თანამშრომელი აცხადებს, რომ მას ბაჩალიაშვილთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და წარმოდგენა არ აქვს, რატომ ჰყავს ის გარდაცვლილს თავის წერილში მოხსენიებული.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის თამარ ბაჩალიაშვილს აბულინგებდა.

„მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ნებისმიერ თანამშრომელს ჩემი ჩათვლით. წერილში მოხსენიებული ვარ, მაგრამ არ ვიცი, რატომ, არანაირი მიზეზი არ მაქვს ვიფიქრო, რომ თამუნა ჩამდამი ცუდად იყო დამოკიდებული. დღეს დამიკავშირდნენ, და არ ვიცი რატომ. თამუნასთან კარგი ურთიერთობა მქონდა“,-განაცხადა ნინო ტატანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Facebook Comments

ახალი დადებული