მოსკოვი მზადაა, მინსკს $1,5 მილიარდი გამოუყოს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, მინსკს  $1,5 მილიარდი გამოუყოს. ამის შესახებ ინფორმაცია 14 სექტემბერს კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

„ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთი ბელარუსს ამ რთულ მომენტში სახელმწიფო კრედიტს,  $1,5 მლრდ-ს გამოუყოფს და ჩვენ ამ დაპირებას შევასრულებთ“,-განაცხადა პუტინმა. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ბელარუსი უახლოესი მოკავშირეა. 

გარდა ამისა, პუტინმა კვლავ მიულოცა ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება. მისი თქმით, ბელარუსი ხალხი თავად უნდა გაერკვნენ სიტუაციაში გარედან ჩარევის გარეშე.

ლუკაშენკომ პუტინს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „მეგობარი ჭირში შეიცნობა“ და არავის აქვს უფლება, რუსეთ-ბელარუსის საზღვართან იარაღი აჟღარუნოს. 

Facebook Comments

ახალი დადებული