ბათუმში, მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსის 6 შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში, საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსის 6 შემთხვევა დადასტურდა. მათგან ერთი-თავშესაფრის თანამშრომელია, 6-ვე პაციენტი ქობულეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თავშესაფრის დირექტორის თქმით, მათთან პერიოდულად ხდებოდა შემოწმება თანამშრომლებისაც და მობინადრეებისაც.

თავშესაფარში სულ 70 თანამშრომელი და 120 მობინადრეა. 

Facebook Comments

ახალი დადებული