კოალიცია „ძალა ერთობაშია“ მოვა ხელისუფლებაში და ამ სახელმწიფოს დაუბრუნებს მის აღმატებულება ქართველ ხალხს

ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატი, მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები და გვექნება საერთო სია, – ამის შესახებ მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ საარჩევნო ბლოკის „ძალა ერთობაშია“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო ბლოკის წამყვანი სუბიექტი „ნაციონალური მოძრაობაა“.

„ბლოკის წამყვანი სუბიექტი, რასაკვრიველია, არის „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ყველა სუბიექტს აქვს გადამწვყეტი მნიშვნელობა. ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატი, მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები და გვექნება საერთო სია. ეს არის ის კოალიცია, რომელიც დაასრულებს ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს, მოვა ხელისუფლებაში და ამ სახელმწიფოს დაუბრუნებს მის აღმატებულება ქართველ ხალხს“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული