ნავალნი გამოჯანმრთელების შემდეგ რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოჯანმრთელების შემდეგ რუსეთში დაბრუნებას აპირებს, რათა თავისი საქმიანობა გააგრძელოს. ამის შესახებ მან გერმანელ პროკურორს უთხრა. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

„ის (ნავალნი) არ აპირებს გერმანიაში ემიგრირებას. მას უნდა რუსეთში დაბრუნება და თავისი საქმიანობის გაგრძელება“,-ამბობს გამოცემის წყარო.

გაზეთი წერს, რომ პოლიტიკოსმა უარი თქვა რუსულ მხარესთან თანამშრომლობაზე ერთობლივი გამოძიების ჩასატარებლად.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა. ლაინერი ომსკში დაეშვა, პოლიტიკოსი საავადმყოფოში მიიყვანეს. ოჯახმა სამკურნალოდ მისი გერმანიაში გადაყვანა მოითხოვა. 

გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ექიმებმა ნავალნის ორგანიზმში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის მომწამვლელი ნივთიერება აღმოაჩინეს. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: