აშშ-ში, კოლორადოს შტატში გიგანტური ობობების, ტარანტულის შემოსევაა

კოლორადოში ტარანტულების ქორწინების სეზონი დაიწყო- ათასობით ობობამ შტატში მიგრაცია დაიწყო, ამის შესახებ Out There Colorado იუწყება.

სტატიის თანახმად, რომელიც კოლორადოს უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა, ობობები მიგრაციას კოლორადოს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იწყებენ აგვისტოს ბოლოს და სექტემბერშიც გრძელდება. პირველი ტალღის პიკი სწორედ ახლაა: ადგილობრივები ფეისბუქზე ტარანტულების ფოტოებს აქვეყნებენ.

პირველ ტალღას მოჰყვება მოგრაცია სამხრეთ-დასავლეთისკენ. პიკი ოქტომბერში იწყება. ქორწინების სეზონის შემდეგ მამრი ობობები იღუპებიან რამდენიმე თვის განმავლობაში, თუ ცივი ამინდი მანამდე არ მოკლავს.

რეალურად, ეს ბუნებრივი მოვლენა არ არის მიგრაცია, როგორც ამას ხალხში უწოდებენ. ობობები უბრალოდ, წყვილს ეძებენ. Durango Herald -ის ინფორმაციით, მამრი ტარანტული დღეში 800 მეტრს გადის წყვილის ძებნაში. 

ეს ობობები ადამიანებს იშვიათად კბენენ, თუმცა რეკომენდაციის თანახმად, სჯობს, თავი აარიდოთ ხელით შეხებას, რადგან ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია და შხამს შეიცავს. 

Facebook Comments

ახალი დადებული