დონალდ ტრამპი: კოვიდ-19 ვაქცინის გარეშე გაქრება

კოვიდ-19 ვაქცინის გარეშე გაქრება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტელეკომპანია „ეი ბი სის“ ჟურნალისტთან, ჯორჯ სტეფანოპულოსთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ კორონავირისს ჯოგური იმუნიტეტი გააქრობს, თუმცა ტრამპმა იმინიტეტის ნაცვლად, სიტყვა „მენტალიტეტი“ იხმარა, რაც მისი მისამართით, მედიის ქილიკის თემა გახდა.

„ის ვაქცინის გარეშე გაქრება. დროის განმავლობაში ის გაქრება. განვითარდება ჯოგური მენტალიტეტი. სწორედ ასე მოხდება ყველაფერი“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

Facebook Comments

ახალი დადებული