მშობლებს ვთხოვ, ონლაინ სწავლებზე ნეგატიურად ბავშვების თანდასწრებით არ ისაუბრონ – ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

მშობლებს ვთხოვ, ონლაინსწავლებზე ნეგატიურად ბავშვების თანდასწრებით არ ისაუბრონ, – ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა, თამარ გაგოშიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„განსაკუთრებით პირველკლასელი მშობლების მდგომარეობაში შევდივარ. ბავშვები, რომლებიც სკოლაში წასვლას ზარ-ზეიმით ელოდებოდნენ, რომელიც განსაკუთრებული მოვლენაა ცხოვრებაში და უცებ ასეთი საშინელი იმედგაცრუების წინაშე აღმოჩნდნენ, მაგრამ რას ვიზამთ, ეს არის მოცემულობა.

ამ იმედგაცრუებით როცა ჩვენ, მშობლები კიდევ უფრო გაღიზიანებულები ვართ, ბავშვებს კიდევ უფრო ვსტრესავთ. როცა ბავშვებს ესმით გაღიზიანებული მშობლების ტექსტები, მათ სკოლის მიმართ რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ? მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ღონისძიება 1-ელ ოქტომბრამდე გასაგები მიზეზის გამო იქნება, რომ რაღაცნაირად ინფიცირებულთა ნაკადები ცოტათი შემცირდეს, მაგრამ დღეს ეს ჩვენი რეალობაა“, – განაცხადა თამარ გაგოშიძემ.

საქართველოს რამდენიმე ქალაქში საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება გადაიდო. 

Facebook Comments

ახალი დადებული