პანდემიის აფეთქების გამო, 17 სექტემბრიდან ისრაელში სკოლები განუსაზღვრელი ვადით იკეტება

​17 სექტემბრიდან ისრაელში განუსაზღვრელი ვადით დაიკეტება ყველა სკოლა, მიზეზი კორონავირუსი ახალი აფეთქებაა. ინფორმაციას Jerusalem Post ავრცელებს.

სკოლების დაკეტვა 18 სექტემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ ინფექციის ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის რეკომენდაციით, სასწავლო დაწესებულებები ხვალიდან დაიკეტება. შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ერთმა სასწავლო დღემაც შეიძლება სერიოზული შედეგები მოიტანოს. 

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 5 520 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

18 სექტებრიდან 11 ოქტომბრამდე ისრაელში კვლავ საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება. დაიკეტება რესტორნები, ბარები, სავაჭრო დაწესებულებები. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ინფექციის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად მიიღო. კარანტინის დროს ადამიანებს ძველებურად ექნებათ საშუალება პლიაჟზე გასვლის, ღია სივცეში ვარჯიშისა და ფსიქოლოგთან სიარულის. 

Facebook Comments

ახალი დადებული