ჩემთვის ჩემი შვილის ჯანმრთელობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ როდის გაივლის დედა ენას – ოქტომბერში, თუ ნოემბერში

არ შეიძლება ყველაფრის პოლიტიზირება და ჩვენი, აი თუნდაც პირადად ჩემი დაშვებული შეცდომის სხვაზე ხელის შეწმენდა. მე და ჩემი ბევრი ნაცნობი ვიყავით აჭარაში და ყველამ მივიღეთ მონაწილეობა იმაში, რომ ეს სიტუაცია დადგა,-ამის შესახებ სალომე გოგიაშვილმა გადაცემაში „რეაქცია“ ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს ნაცვლად იმისა, რომ ყველა ერთად ვისხდეთ და ვფიქრობდეთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რომ ჩვენი შვილები, მშობლები, თითოეული ადამიანი გადარჩეს, ვზივართ და ვიძახით, რომ გავალთ და მოვაწყობთ მიტინგს.

„რა დროს მიტინგია. მე მყავს 4 შვილი და როგორც მშობელს, არანაირი სურვილი არ მაქვს, სკოლაში გავუშვა . რადგან არ ვიცი, ამას რა მოჰყვება, მე ვზივარ და ვფიქრობ, როგორ შევუქმნა ჩემს შვილს ისეთი გარემო, რომ თან არ შეჩერდეს მისი სწავლა-განათლება და მისი ჯანმრთელობაც იყოს დაცული, მაგრამ, არცერთი წუთით არ ვფიქრობ, რომ აქციაზე გავიდე ბავშვებით, დავიწყო კივილ-წივილი და კიდევ უფრო გავაღვივო ინფიცირების არეალი. ყველას გვაქვს ჩვენი ხედვა. მე არავის მოვუწოდებ, ჩემი აზრია, რომ ყველა დავსხდეთ და მოვიფიქროთ ის გზა, რაც გადაარჩენს მოქალაქეებს. ჩემთვის ჩემი შვილების ჯანმრთელობა ბევრად და გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ როდის წავა სკოლაში ოქტომბერში, თუ ნოემბერში. დიდი ბოდიში, მაგრამ მაგრად მკიდია ფეხებზე, ახლა წავა თუ არა სკოლაში და როდის გაივლის დედა ენას, ოქტომბერში, თუ ნოემბერში“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული