ჩემი შვილი ონლაინ სწავლებით ვერაფერს სწავლობს, ეს ხელისუფლება ჩვენ მოვიყვანეთ და ჩვენვე გავაცილებთ

ეს ხელისუფლება ჩვენ მოვიყვანეთ და ჩვენვე გავაცილებთ. მიშას სიძულვილით მივეცით ხმა ამათ, თორემ არ ვიცოდით, ესენი რისი გამკეთებლები იყვნენ“,-ამის შესახებ ხატია სიჭინავამ გადაცემაში „რეაქცია“ ისაუბრა.

ხატია სიჭინავა აცხადებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებაზე აზრი შეიცვალა, არის ონლაინ სწავლების გაუმართაობა.

„ბევრი რომ არ ვილაპარაკო, რატომ შევიცვალე აზრი, დედის გადმოსახედიდან გეტყვით. ჩემი შვილები არიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები. ონლაინ სწავლება არის აბსოლუტურად გაუმართავი, შეუმდგარი, არაფერში არ წერია. 4 შვილი მყავს, როგორ წარმოგიდგენიათ 3 საკლასო ოთახი და პატარა ბავშვი, რომელიც უნდა ვატარო ოთახებში. კარგი, მე დიდი სახლი მაქვს, იმან რა ქნას, ვისაც პატარა ბინები აქვთ? მე კერძო სკოლაში დამყავს ბავშვები და ფულს ვიხდი სულ ტყუილად. სკოლამ უდიდესი ხარჯი გასწია, ჩვენც მშობლებმა უდიდესი ხარჯი გავწიეთ, მოვემზადეთ სკოლისთვის და ამ დროს გვეუბნებიან, რომ უსიმპტომო პაციენტის გამო უნდა დაიკეტოს სკოლა. გამაგებინეთ ხალხნო, H1N1 ვირუსი რითია ამაზე უკეთესი, მაშინ რატომ არ გამოაცხადეს ეპიდემია? ეს უსიმპტომო და უყველაფრო ვირუსი რატომაა უფრო მეტად მტკივნეული მოურჩენელი?! გავიგეთ, რომ არსებობს ვირუსი, არავის ეჭვი აღარ ეპარება, მე-2 და მე-3 ტალღა ვისაც აწყობს, ამაშიც უკვე ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ ისიც გავიგეთ, რომ ამ ვირუსმა განიცადა მუტაცია და მოერია ადამიანის ორგანიზმი. რათ უნდა ამას სკოლების დაკეტვა და ხალხის შიმშილით ამოწყვეტა?

მასწავლებლებიც უმუშევრები დარჩებიან, იმიტომ, რომ ყველა გამოვიყვანთ კერძო სკოლებიდან ბავშვებს. ოდესღაც მოგვწონდით, უფრო სწორად, იმედი გვქონდა, რაღაცას გააკეთებდით, მაგრამ გაგვიცრუვდა ეს იმედი და მივედით მწარე რეალობამდე, რომ მომავალი თაობა რჩება აბსოლუტურად გაუნათლებელი. ეს არის ჩემი ტკივილი, რომ ჩემი შვილი ვერ სწავლობს ვერაფერს. კერძო სკოლაში გადახდილი მაქვს ფული და ახლა კერძო მასწავლებელი უნდა ავიყვანო. ჩემზე მეტად ვისაც უჭირს, იმათ ოჯახში რა ხდება, წარმომიდგენია“,-აცხადებს ხატია სიჭინავა. 

Facebook Comments

ახალი დადებული