ძირითადად მსუბუქი შემთხვევები იმიტომ გვაქვს, რომ ადრეულად ვავლენთ ინფექციას- აჭარაში თერმოსკრინინგი მკაცრდება

ბოლო 2 კვირის განმავლობაში 100 ადამიანზე გვაქვს 2,2 შემთხვევა, თუმცა აჭარაში 2 კვირის განმავლობაში ინციდენტობა 11-მდე გვაქვს, რაც მაღალი მაჩვენებელია, ამიტომ კეთდება ყველაფერი, რომ მოვახდინოთ ლოკალიზება ბათუმში და გავწყვიტოთ ჯაჭვის ლოკალიზება,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს უნდა მოხდეს საზოგადოებასთან ერთად, ბათუმში ყველამ, ვისაც 37 გრადუსი აქვს ტემპერატურა, ყველამ უნდა გაიკეთოს გამოკვლევა, რადგან ადრეულ ეტაპზე გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მოგიწოდებთ და გთხოვთ, მთავარი სიმპტომები იცით: მშრალი ხველა, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, დიარეული სინდრომი. ამ დროს აუცილებელია 112-ზე დარეკვა. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ზრდა შემოდგომაზე, ეს იყო პროგნოზირებადი. მობილობის გაზრდის გამო. ეს გასაკვირი არ არის. ამის მეორე მიზეზია, რომ ჩვენ ყველა მოვეშვით, და რაც მთავარია, არ ვატარებდით პირბადეს და არ ვიცავდით დისტანციას. ჯერჯერობით არ არსებობს არც ვაქცინა და არც პირდაპირი მოქმედების წამალი, ამიტომ აუცილებელია დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა და თავი შევიკავოთ დიდი თავშეკრებისგან, რაც არის კლასტერების ძირითადი მიზეზი“,-განაცხადა მან.

მისივე თქმით, საქართველოში საშუალოდ  8 300 ტესტი ტარდება. ჯერჯერობით საქრთველო კვლავ მწვანე, უსაფრთხო ზონის სტატუსს ინარჩუნებს. ერთ-ერთი ხარვეზი იყო, რომ იგვიანებდა ტესტების პასუხები, ეს გამოწვეული ტესტების რაოდენობის გაზრდით, თუმცა აეწყო ლოჯისტიკა. დღეში 11-16 ათასი ტესტის ჩატარების სიმძლავრე არსებობს. 

Facebook Comments

ახალი დადებული