ატენის ხეობაში კვლავ ხანძარია

გორში, ატენი-ბოშურის მიმდებარედ, კლდოვან ნაწილზე ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი კლდოვან ფერდობზე გამხმარ ბალახს გაუჩნდა.

ხანძარი, გუშინ  საღამოს საათებში გაჩნდა. ადგილობრივების თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ ფეიერვერკი გახდა.

ამ წუთებში ხანძრის ქრობის პროცესში 30-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.

Facebook Comments

ახალი დადებული